ისრაელი თურქეთს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი თურქეთს, ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს.
მოშე იაალონის განცხადებით, დიდი ხანია თურქეთში ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ნავთობის ობიექტებიდან საწვავს ყიდულობენ და, შესაბამისად, ფინანსურ შემოსავალს იღებენ.
მსგავსი ბრალდება ოფიციალურ ანკარას, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმაც წაუყენა, თუმცა თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ ნავთობის კონტრაბანდის საშუალებას არასდროს მისცემს.