ვაშინგტონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეკავება მთავარ პრიორიტეტად დაასახელა
ვაშინგტონმა ევროპაში სამხედრო სტრატეგიას გადახედა და მთავარ პრიორიტეტად რუსული აგრესიის შეკავება დაასახელა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის მეთაურობამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც მომავალი სამი წლის პრიორიტეტული ამოცანებია დასახელებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. აქვე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და არქტიკის მილიტარიზაციის პროცესი ევროპულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. კიდევ ერთ საფრთხედ დოკუმენტში „ისლამური სახელმწიფოა“ დასახელებული. შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურობა ევროპაში გასულ 2015 წელს, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად მოიხსენიებს.