ვიქტორ იანუკოვიჩი შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ პირად დაასახელონ
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მსოფლიოში ინტერნეტგამოკითხვას ატარებს. გამოკითხვა ყველაზე კორუმპირებული პირების ან ორგანიზაციებს გამოვლენას ისახავს მიზნად.
ინტერნეტმომხმარებელს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე: unmaskthecorrupt.org საშუალება აქვს, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს ან კომპანიას ხმა მისცეს.
სიაში ჩეჩნეთის ლიდერის მამის სახელობის ფონდი – “ახმად კადიროვის ფონდი”, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, “ფიფა”, ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია “პეტრობასი”, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი და სხვა პირები შედიან.
ხმის მიცემის პროცედურა 9 დეკემბერს დაიწყო და, ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა (12 000-ზე მეტი) ვიქტორ იანუკოვიჩს აქვს. მეორე ადგილზე კი, 11 900-ზე მეტი ხმით, ბრაზილიური კომპანია “პეტრობასია”, რაც შეეხება “ახმად კადიროვის ფონდს”, მას ჯერ 169 ხმა აქვს.
ხმის მიცემა 10 თებერვალს დასრულდება.