ბრაზილიის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

ბრაზილიის ქალაქ რესიფიში ციხიდან 100 პატიმარი გაიქცა. მათ ციხის კედლის აფეთქება მოახერხეს. გაქცეულთაგან 2 პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა. ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ 40 მსჯავრდებული უკვე დააბრუნეს საკნებში, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. უცნობია, როგორ მოხვდა ციხის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვინ იყო გაქცევის ორგანიზატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები