ვრცელდება ახალი ვირუსი, რომელიც ტვინის განვითარებას აფერხებს

ბრაზილია ახალი საფრთხის წინაშე დგას. ქვეყანაში ახალი ვირუსი ვრცელდება, ვირუს „ზიკასთან“ საბრძოლველად ქვეყნის ეროვნული არმია ერთვება. 220 ათასი ჯარისკაცი მოსახლეობაში პროკლამაციებს დაარიგებს, სადაც ვირუსის თავიდან არიდების საშუალებებია ჩამოთვლილი.
ვირუსი ტვინის განვითარებას აფერხებს. ვირუსი „ზიკა“ კოღოებს გადააქვთ და ბავშვების დაავადების შემთხვევაში ის სიცოცხლისთვის საშიშია. დაავადებასთან საბრძოლველად ვაქცინა ჯერ არ არსებობს. გავრცელებული ვირუსის გამო, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ქალებს ფეხმძიმობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსი „ზიკა“ შესაძლოა, ამერიკის მთელ კონტინენტზე გავრცელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები