აზერბაიჯანში უმსხვილესი ვულკანი: “ახტარმა-ფაშალი” ამოიფრქვა

აზერბაიჯანში, ბაქოდან 120 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთი უმსხვილესი ვულკანი “ახტარმა-ფაშალი” ამოიფრქვა, – როგორც უცხოური მედია იტყობინება, სტიქიური მოვლენა ადგილობრივი დროით 03:00-ზე დაფიქსირდა.
ამოფრქვევა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიას დამანგრეველი შედეგი არ მოჰყოლია. მეცნიერმა გეოლოგებმა უკვე დაიწყეს შესწავლა, თუ რამ განაპირობა ვულკანის აქტიურობა. “ახტარმა-ფაშალი” პირველად გასულ საუკუნეში 1984 წელს ამოიფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები