სირიაში ტერაქტს 23 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, ალეპოში საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 4 მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენები კი ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე დაჯგუფების, “აჰრარ ალ შამის” წევრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომობილი გამშვებ პუნქტს დაეჯახა. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები.