შენგენის ზონაში შიდა საზღვრები შესაძლოა, 2 წლით დაიხუროს

 

ევროპული კომისია შენგენის ზონაში შიდა საზღვრების 2 წლამდე ვადით დახურვის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ კომისიას ჰააგაში გამართულ საგანგებო სხდომაზე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიმართეს. არსებული კანონმდებლობით, შენგენის ზონაში შემავალ ქვეყანას სახელმწიფო საზღვრების დახურვა მხოლოდ 6 თვემდე ვადით შეუძლია, რაც მიგრანტების ნაკადთან გამკლავებისთვის საკმარისი არ არის. ჰააგაში იუსტიციის მინისტრთა საგანგებო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის საკითხი. გასული წლის განმავლობაში ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა. უმეტესობა მათგანი ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები