მოლდავეთის პრემიერი, ანტისახელისუფლებო გამოსვლების მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლების მიუხედავად, მოლდავეთის ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.
პაველ ფილიპის თქმით, მისი გადადგომის შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება. ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტს სულ მცირე 4-თვიანი ვადა დასჭირდება, რაც ქვეყნის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
საპროტესტო აქციები მოლდავეთში 2014 წელს ეროვნული ბანკიდან, ფინანსური მაქინაციების შედეგად, 1 მილიარდი დოლარის გაქრობის შედეგად დაიწყო.
ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და იმ შემთხვევაში, თუ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევები, ხუთშაბათიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, საავტომობილო, სარკინიგზო გზებისა და აეროპორტის ბლოკირებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები