დიდთოვლობის გამო, აშშ-ს ბიუჯეტმა სამი მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან, შედეგად ბიუჯეტმა სამი მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ვაშინგტონში კვლავ დაკეტილია გზები.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად ქალაქს რამდენიმე დღე დასჭირდება.
ნიუ-იორკში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, თუმცა ამ დრომდე პარალიზებული რჩება აეროპორტი.
ძლიერ ქარბუქს ამერიკის შეერთებულ შტატებში 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.