ჩინეთის თანამგზავრმა შესაძლოა, დაკარგული ბოინგის ნამსხვრევები გადაიღო
მალაიზიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთის თანამგზავრმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ მხარეს ობიექტები დააფიქსირა, რომლებიც შესაძლოა, 8 მარტს გაუჩინარებული „მალაიზიის აიახაზების“ თვითმფრინავის იყოს. ფოტოზე აღბეჭდილია 30 მეტრის სიგრძის ობიექტი. ჩინეთმა რაიონში გემი გააგზავნა.
შეგახსენებთ, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მალე ლაინერმა კურსი შეიცვალა და რადარებიდან გაუჩინარდა.