ირანი საუდის არაბეთს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

ირანი საუდის არაბეთს ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს. მისი თქმით, უნდა განიხილონ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რათა მიმართონ ძალისხმევა რეალური პრობლემის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი მქადაგებელი სიკვდილით დასაჯეს, რასაც თეირანის მკაცრი კრიტიკა და საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები