მოლდავეთის ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა
მოლდავეთის ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. დემონსტრანტების განცხადებით, თუ 28 იანვრამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს გადაკეტავენ.
მომიტინგეები რკინიგზის სადგურისა და კიშინიოვის აეროპორტის ბლოკირებითაც იმუქრებიან. მოლდავეთის ახლად დამტკიცებული მთავრობის წინააღმდეგ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის დათხოვნასა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.