იაპონიაში, დიდთოვლობის გამო, 170-მდე შიდა ავიარეისი გადაიდო
იაპონიაში, დიდთოვლობის გამო, ქვეყნის მასშტაბით 170-მდე შიდა ავიარეისი გადაიდო. მთელი კვირის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო მომხდარი საგზაო შემთხვევების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ასამდე კი დაშავდა. უამინდობაა კუნძულ ამამიზეც, სადაც თოვლი 115 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა. იაპონიის ამინდის სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი და დაბალი ტემპერატურა დღესაც არის მოსალოდნელი.