მიხეილ სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების წინადადებით გამოდის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების მხარდაჭერით გამოდის. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
სააკაშვილის მოსაზრებით, საჭიროა უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება, საიდანაც შემოსული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
“გუშინ, პოლიციამ ოდესაში კიდევ ერთხელ დახურა არალეგალური კაზინოები. უკრაინის სხვა არაერთ ადგილას კი, კაზინოებს მთავრობის წარმომადგენლები “მფარველობენ”. ეს საკითხი ეხება იმას, თუ რამდენ შემოსავალს კარგავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესის არალეგალიზებით”, – წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, ფულს ამისთვის სხვა ქვეყნებში, მათ შორის მეზობელ ბელორუსიასა და საქართველოში ხარჯავენ.