რას ყვება ბინის მეპატრონე, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს – “ბიჭმა ცოლი მოიყვანა და მეუღლესთან ერთად გადმოვდივარო”
ბინის მეპატრონე, რომელიც ბიძინა კუჭავამ, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობისთვის დაიქირავა, ამირან ხუციშვილია.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამირან ხუციშვილი ყვება, ბიძინა კუჭავას გასაღები მან მკვლელობამდე სამი დღით ადრე, 10 იანვარს გადასცა. შეხვედრის დროს კი იგი სხვა ადამიანის პირადობის მოწმობით გაეცნო და უთხრა, რომ მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა და ამ ბინას, მეუღლესთან ერთად, ოქტომბრამდე ქირაობდა. გამოცემის ინფორმაციით, პიროვნება, ვისი პირადობითაც ბიძინა კუჭავა ბინის მეპატრონეს გაეცნო, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მონაცემებს დაემთხვა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, აღნიშნული პიროვნება პროკურატურაში დაუბარებიათ, თუმცა მისი იდენტიფიკაცია ამ დანაშაულთან არ მომხდარა.