კახა კალაძე თავდაცვის მინისტრს გარდაბანში სპეცუბნების გაუქმების თხოვნით მიმართავს
გარდაბანში სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანზიაციების პროტესტს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და თინა ხიდაშელს ანალოგიური თხოვნით მიმართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებას წარმატების მიღწევისთვის არანაირი პრობლემა არ გააჩნია.
“მინდა ვთხოვო ქალბატონ ხიდაშელს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმებული იქნეს ეს სპეცუბნები. მე კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა ვთქვა და ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მივაღწიოთ წარმატებას. თუ ეს არის არაკანონიერი, შესაბამისად, ალბათ იმ არასამთავრობოების მოთხოვნა არის სწორი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში არჩევნებთან დაკავშირებით სპეცუბნების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე არასამთავრობო ორგანზიაციამ საპროტესტო აქცია გამართა.