“Turkish Airlines”-ის თვითმფრინავში საეჭვო ნივთი შენიშნეს
ავიაკომპანია “Turkish Airlines”-ის თვითმფრინავში საეჭვო ნივთი შენიშნეს. ამის გამო თვითმფრინავმა, რომელიც ჰიუსტონიდან სტამბულის მიმართულებით მიფრინავდა, ირლანდიის ქალაქ შანონში საგანგებო დაშვება განახორციელა.
როგორც უცხოური მედია წერს, ინციდენტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თვითმფრინავში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან. სპეციალისტები ლაინერის შესწავლას ახორციელებენ.