მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, კიშინიოვში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე მემარცხენე ოპოზიციის – სოციალისტებისა და “ჩვენი პარტიის” მომხრეების მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. მოლდოვას დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მოედანზე ქრიზანთემებით ხელში მიდიან იმის ხაზგასასმელად, რომ მათი აქცია მშვიდობიანია. შეგახსენებთ, რომ მემარცხენე ოპოზიციის პროტესტი კიშინიოვში გასული ოთხშაბათიდან მიმდინარეობს.