აშშ-ში უამინდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში დიდთოვლობას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დაკეტილია გზები, ხიდები და გვირაბები. დაღუპულთა უმრავლესობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს ემსხვერპლა. დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავიარეისების მიმოსვლის აღდგენას 25 იანვრისთვის ვარაუდობენ.
ნიუ იორკში დიდთოვლობა ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად აღიარეს. ქალაქის ცენტრალურ პარკში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აჭარბებს.
10 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.