მამაკაცმა ვალების გამო ოჯახის წევრები დახოცა შემდეგ კი თავი მოიკლა

კრასნოიარსკელმა მამაკაცმა ვალების გამო ოჯახის წევრები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ არტემოვსკში მოხდა. გარდაცვლილები მამაკაცის დედამ აღმოაჩინა, რომლის სატელეფონო ზარებსაც ოჯახის წევრები არ პასუხობდნენ. ის შვილის სახლში მივიდა, კარი შეამტვრია და ნახა, რომ მთელი ოჯახი გარდაცვლილი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ხის მასალებს აწარმოებდა და გააჩნდა საკრედიტო დავალიანებები, რომელთა გადახდასაც ვერ ახერხებდა. მან ჯერ ორივე შვილი დახოცა, შემდეგ მეუღლე და ბოლოს თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები