რიმა ბერაძემ მარტოხელა დედა მოინახულა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილესთან ლადო გოგსაძესთან ერთად, რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მარტოხელა დედა მოინახულა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა დედას, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, დეპუტატმა და გამგებლის მოადგილემ სოციალური პაკეტები გადასცეს და დახმარებას მომავალშიც დაპირდნენ.
რიმა ბერაძის განცხადებით, დეპუტატი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად უწევს დახმარებას ასეთ ოჯახებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.