სომხური მხარე “დაისის“ სომხურ ცეკვად წარმოჩენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
სომხური მხარე ქართული ცეკვა “დაისის“ სომხურ ცეკვად წარმოჩენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის, ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად“, – ასე წერია „ვართან გევორქიანის საცეკვაო აკადემიის“ ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განმარტებით წერილში.
საუბარია „youtube“-ზე ატვირთულ ქართულ ცეკვაზე „დაისი“, რომელსაც ვართან გევორქიანის საცეკვაო აკადემიის სოლისტები ასრულებენ. ვიდეო გავრცელებულია შემდეგი სახელწოდებით: „სომხური საქორწილო ცეკვა“.
“ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც განმარტება იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა YouTube-ზე “MENQ meroncov”-ის სახელით ატვირთულ ვიდეოს”.
მნიშვნელოვანია, სიცხადე შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი, ან იურიდიული კავშირები ამ ექაუნთთან. ამავდროულად, ამ ექაუნთს არ გააჩნდა ოფიციალური ან სიტყვიერი ნებართვა, აეტვირთა ჩვენი მატერიალები.
ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ “MENQ meroncov” YouTube-ის ექაუნთს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს.
1987 წელს, სომხეთში, ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი “დრუჟბა” (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ანსამბლისთვის. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელიც იქნა მოწვეული ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” შესრულების მასტერკლასის ჩასატარებლად.
2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე ცოლთან ერთად გადავწყვიტე, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.
მე მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო მათი შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე.
Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკლევს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სხვა კულტურების ცეკლების მოპარვას ნიშნავს, არამედ არის კარგი გზა მათი კულტურების პრეზენტაციისთვის.
ამ წერილთან ერთად მე გიგზავნით ჩვენი გამოსვლების ბანერების/აფიშების ფოტოსურათს, სადაც აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა.
ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად“,-განმარტავს ვართან გევორქიანი.