ბათუმში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი საავადმყოფოში 23 იანვარს ღამის 01:00 საათზე მოათავსეს, დღეს დილით კი ბავშვი დაიღუპა. ჩვილის გარდაცვალების მიზეზი ბაქტერიული გენების დაავადების ელვისებური ფორმა, მენინგოკოქცემია გახდა.
ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს H1N1-ის ვირუსთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები