საავადმყოფოებში ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა

ე.წ. ღორის გრიპით საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასულ კვირასთან შედარებით გაიზარდა.
როგორც “კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 273-ია.
“გასულ კვირასთან შედარებით მიმართვიანობის რიცხვი 248-დან 273 ადამიანამდეა გაზრდილი 100 ათას მოსახლეზე. ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“, – განუცხადა “კვირას“ პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ძირითადი მიმართვიანობა თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაატა იმნაძე მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანას და გრიპის მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, სკოლაში, უნივერსიტეტსა ან სამსახურში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები