დაკარგული მალაიზიური „ბოინგის“ ნაწილი იპოვეს
დაკარგული მალაიზიური „ბოინგის“ ნაწილი ტაილანდში იპოვეს და ის გამოსაკვლევად ექსპერტებს გადასცეს – ამის შესახებ Free Malaysia Today იუწყება.
ერთ-ერთი უმსხვილესი აზიური ავიაკომპანია Malaysia Airlines-ი boing Boeing 777-200-ი 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. ბოინგის ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა. ბოლოს ლაინერი რადარებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მან სამხრეთ-ჩინეთის ზღვას გადაუფრინა.
ბოინგი მალაიზიის დედაქალაქიდან, კუალა ლუმპურიდან პეკინში უნდა ჩაფრენილიყო.