13 წლის პალესტინელი გოგონა ებრაელ სამხედროს თავს დაესხა

დანით შეიარაღებულმა 13 წლის პალესტინელმა გოგომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში ჯარისკაცის დაჭრა სცადა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო 4 თვეა, ებრაელებზე თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდება. მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდში 25 ებრაელი ემსხვერპლა, საპასუხოდ კი სამხედროებმა 150 პალესტინელი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები