ახალი ვირუსი, რომლითაც, ორსულის დაავადების შემთხვევაში, ახალშობილები არანორმალურად მცირე ზომის თავით იბადებიან
ლათინური ამერიკის 4 ქვეყანაში ხელისუფლებამ მოსახლეობა ახალი ვირუსის – ზიკას შესახებ გააფრთხილა. ახალი ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. ვირუსის შემთხვევაში, ახალშობილები მიკროცეფალიით, ანუ არანორმალურად მცირე ზომის თავით იბადებიან. ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში. მისი სიმპტომებია: თავის ტკივილი, ციებ-ცხელება და ძვლების ტკივილი. ჯერჯერობით უცნობია, საიდან გაჩნდა ვირუსი, ერთ-ერთი ვერსიით, მისი მატარებლები მწერები არიან.