ირანული ნავთობის ფასი ევროპაში შესაძლოა, 17 დოლარი გახდეს

ირანული ნავთობის ფასი ევროპაში შესაძლოა, 17 დოლარი გახდეს. ასეთი დაბალი ფასი ბირჟაზე ფასის დაცემით არ არის განპირობებული, ირანის ხელისუფლება ცდილობს, ევროპელ მომხმარებელთან, ამერიკული და ევროპული სანქციების პერიოდში დაკარგული პოზიციები აღიდგინოს და ბაზარზე თავისი ძირითადი კონკურენტები – რუსეთი და საუდის არაბეთი შეავიწროვოს.
საუდის არაბეთი თავის ნავთობს ამ დროისთვის თითქმის 5 დოლარით დაბალ ფასში ჰყიდის. თუმცა ირანის მიერ შეთავაზებული ფასდაკლება – 6,55 დოლარი ბარელზე მაინც ყველაზე მეტად მიმზიდველად გამოიყურება. ამასთან ერთად, როგორც თეირანში აცხადებენ, ირანული ნავთობის მომპოვებელი ნაციონალური კომპანია – National Iranian Oil Company კვლავ დარჩება რენტაბელურად. რუსეთის მიერ შეთავაზებული ნავთობი – сорта Urals, დიდი ოდენობით გოგირდს შეიცავს, რაც ამცირებს ბენზინისა და დიზელის მიღებას საწარმოო გადამუშავების შედეგად.
ამის გამო, რუსული ნავთობი, ტრადიციულად, 1-2 დოლარით დაბალ ფასში იყიდებოდა, ვიდრე, მაგალითად, Brent-ის ნავთობი. ირანის ნავთობი ასევე მიეკუთვნება ,,მძიმე“ მაღალგოგირდოვანი შემცველობის სახეობას, თუმცა მისი მოპოვების დაბალი თვითღირებულების გამო, კონკურენტულობას მინიმალური ფასების შემთხვევაშიც ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები