აშშ-ის 6 რეგიონში ძლიერ თოვას და ქარბუქს ელოდებიან

ამერიკაში 85 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოსალოდნელი შტორმის შესახებ გაფრთხილება მიიღო. სინოპტიკოსები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ თოვლსა და ქარბუქს ელოდებიან. მეტეოროლოგების პროგნოზით, აღმოსავლეთ სანაპიროზე რეკორდული ნალექი და ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს მიაღწევს. მოსალოდნელი უამინდობის გამო სუპერმარკეტებში მოსახლეობის გრძელი რიგებია. გავრცელებული ინფორმაციით, ქარბუქის გამო, შესაძლებელია ელექტროენერგია გაითიშოს, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია.
შტორმის გამო, გადაიდო 6 ათასზე მეტი რეისი, ვაშინგტონის სატრანსპორტო სისტემა ერთი კვირით დაიხურა. სუპერმარკეტებში კი უკვე პროდუქტის დეფიციტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები