გაეროს გენერალურ ასამბლეაში 15 ქვეყანას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს
გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს,- აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მიიღო. მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნების მხრიდან წევრობის საფასურის გადაუხდელობა გახდა. ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს დომინიკას რესპუბლიკას, ვენესუელას, ბურუნდის, ლიბიას და სხვა.
ვენესუელას, რომელიც წელს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, 3 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. გაეროს სანქციებს ასცდა ირანი, რომელიც სასანქციო სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად იყო მოხსენიებული, თუმცა ქვეყანამ დავალიანება ბოლო მომენტში გადაიხადა. დავალიანების მიუხედავად, გაერომ არ ჩამოართვა ხმის უფლება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იემენი და სომალი, რადგან ორივე სახელმწიფოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა.