ჯონ ქერი: ვაშინგტონმა შესაძლოა, მიმდინარე წელს რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე იფიქროს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის თქმით, ვაშინგტონმა შესაძლოა, მიმდინარე წელს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე იფიქროს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს შეასრულებს. მინსკის შეთანხმება გასული წლის თებერვალში გაფორმდა. შეთანხმების პირობები ითვალისწინებს ზავის ამოქმედებას, მძიმე შეიარაღების გატანას, პატიმართა გაცვლას, ადგილობრივ არჩევნებს მეამბოხეების მიერ დაკავებულ ადგილებში, აღმოსავლეთ უკრაინაში და მეტ ავტონომიას ამ რეგიონებისთვის.