მოლდავეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
მოლდავეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. სამოქალაქო პლატფორმის მხარდამჭერები ამჯერად ტელერადიო “მოლდოვის” წინ შეიკრიბნენ. ისინი მედიის თავისუფლებას და ე.წ. პრაიმტაიმის დროს ოპოზიციისთვის ერთსაათიანი ეთერის გამოყოფას ითხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციაში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოლდავეთში ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს უყარა კენჭი. მოსახლეობის ერთი ნაწილი კიშინიოვის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოვიდა.