ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუს დიპლომატებს აკრედიტაცია შეუჩერა
ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუს დიპლომატებს აკრედიტაცია შეუჩერა. აკრედიტაციის შეჩერება ქვეყანაში რუსეთის 6 საპატიო კონსულიდან 5-ს შეეხო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საკონსულოების დახურვის გადაწყვეტილება ოფიციალური მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკის დიპლომატიურ საქმიანობაში ჩარევის საპასუხოდ მიიღეს. აშშ-ში ასეთად მოსკოვში ამერიკული ცენტრისა და მისი 28 ფილიალის დახურვა მიაჩნიათ. ვაშინგტონი რუსეთს დიპლომატიური უწყებების თანამშრომელთა შევიწროებაშიც ადანაშაულებს.