კანადელმა მოზარდმა ჯერ საკუთარი ძმები დახოცა, შემდეგ სკოლის პედაგოგი მოკლა (ვიდეო)
კანადის დასავლეთით, სასკაჩევანის პროვინციის, ლა -ლოშის სკოლაში მოზარდმა საკუთარი ძმები დახოცა, ცეცხლის გახსნის შედეგად კი მერის მოვალეობის შემსრულებლის ქალიშვილი მოკლა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სროლების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ამ დროისთვის მათი ვინაობა უცნობია. არიან დაჭრილებიც. ისინი ამ დროისთვის უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მერის კევინ ჟანვიეს 23 წლის შვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი, ამავე სკოლის მოსწავლე, უკვე დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება.