პესკოვის განცხადებით, პუტინს ბაშარ ალ ასადისთვის გადადგომა არ უთხოვია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პუტინმა ბაშარ ალ ასადს გადადგომა შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“არა, ეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა პესკოვმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტთან საუბრისას. მისი თქმით, პირიქით, რუსეთის ფედერაცია, ე.წ. გარდამავალი პერიოდის დროს, ბაშარ ასადის მიერ ქვეყნის მართვას უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“, დასავლურ სადაზვევრო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა. დასავლური მედია აღნიშნავდა, რომ ასადისთვის პუტინის „თხოვნის“ გადასაცემად, დამასკოში „გრუ“-ს ყოფილი უფროსი, იგორ სერგუნი ჩავიდა. გამოცემის ინფორმაციითვე, გადადგომის შეთავაზებაზე ასადმა კატეგორიული უარი განაცხადა.