ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების 2 ნავი ჩაიძირა, 42 მიგრანტი გარდაცვლილია
ევროპისკენ ლტოლვილების ახალი ნაკადი მიემართება. გზად, ეგეოსის ზღვაში დევნილებს კატასტროფა შეემთხვათ, რის შედეგადაც 42 მიგრანტი დაიღუპა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ლტოლვილები ევროპისკენ ორი ნავით მიემართებოდნენ. ერთი ნავი საბერძნეთის კუნძულ კალოლიმნოსთან ჩაიძირა, 34 დაღუპულს შორის 11 ბავშვი იყო. მეორე ნავმა კი კუნძულ ფარმაკონისისთან განიცადა კატასტროფა.
მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ, როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული წლის დასაწყისიდან ნავების ჩაძირვის შედეგად 3 000-მდე მიგრანტი დაიხრჩო. მიგრანტების დიდი რაოდენობა ევროპაში უკვე პერმანენტულად მიემართება, მათ წინააღმდეგ გერმანიაში ერთგვარი კამპანიაც დაიწყო. ადამიანები, ქუჩაში თუ სოციალურ ქსელებში, მიგრანტების ევროპაში მასობრივი ჩასვლის გამო, წუხილს ღიად აფიქსირებენ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მიგრანტების აქციები პერმანენტულად იმართება ჰოლანდიაში. ერთ-ერთი ბოლო აქცია, სადაც ჰოლანდიელებმა მიგრანტებისთვის ცენტრის აშენება გაპროტესტეს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკებით დასრულდა.