იაპონიამ ირანს სანქციები მოუხსნა

იაპონიამ ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირობების შესრულების შემდეგ სანქციები მოუხსნა, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
იაპონიის ხელისუფლება ირანული ნავთობის ექსპორტითაა დაინტერესული და ირანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტს გეგმავს. ამიერიდან იაპონიისა და ირანის ბანკებს ფილიალების გახსნისა და სავალუტო მიმოქცევის შესაძლებლობა ექნებათ. ტოკიო აზადეგანის ნავთობსაბადოზე ინფრასტრუქტურულ განვითარებასაც აპირებს, რომლის უფლება 2004 წელს მიიღო, თუმცა პროექტი თეირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები