ნატოს საზღვრებთან რუსეთი 4 ახალ დივიზიას ქმნის
რუსეთი ნატოს საზღვრებთან 4 ახალ დივიზიას ქმნის. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადებით, ქვედანაყოფების გაძლიერება რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტივობამ განაპირობა.
„ეს ერთ-ერთი საპასუხო ზომაა ჩვენს საზღვრებთან წვრთნების ინტენსივობის გაზრდაზე“,- განაცხადა ოლეგ სალუკოვმა.
სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ახალი დივიზიები დასავლეთ და ცენტრალური მიმართულებების ბაზებზე არსებული ბრიგადების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
ქვედანაყოფის გაძლიერება ანექსირებულ ყირიმში ჯერჯერობით არ იგეგმება. რუსი გენერალი ამბობს, რომ ნახევარკუნძულზე სახმელეთო ჯარი განლაგებული არ არის.