ინვალიდის გაუპატიურებისთვის 8 ადამიანი დაისაჯა
ასტრახანის სასამართლომ 26 წლის ინვალიდის გაუპატიურების საქმეზე 8 ადამიანი დამნაშავედ ცნო. მათ ორჯერ 1 კვირის გამოტოვებით ყრუ გოგონა ქალაქგარეთ წაიყვანეს და აწამებდნენ, რის შედეგადაც გოგონა ძლიერი შინაგანი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ყრუ გოგონა რიგრიგობით გააუპატიურეს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ასტრახანში 2009 წლის ივნისში მოხდა. გოგონა რომ საავადმყოფოში არ მოხვედრილიყო, ალბათ ვერავინ გაიგებდა მომხდარის შესახებ. საბჭოთა რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე პირს: კურბან აჰმედოვს, შამილ მაგომედოვს, მაგომედ მაგომედოვს, შამილ იბრაგიმოვსა და კიდევ ოთხ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა. კურბან აჰმედოვს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგომედ მაგომედოვს – 8 წლით, შამილ იბრაგიმოვსა და შამილ მაგომედოვს – 6,5 -6,5 წლით. სამ არასრულწლოვანს კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ისინი – ყველანი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. კიდევ ერთ არასრულწლოვანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. როგორც ცნობილია, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.