ტელეკომპანია “მაესტროს“ დირექტორი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “მაესტროს“ დირექტორი ბაია გადაბაძე განცხადებას ავრცელებს.
გადაბაძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს სისტემატურად ჰქონდათ შემთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა.
გადაბაძე აცხადებს,რომ დღეის მონაცემებით მას , როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას.
გადაბაძე ხაზს უსვამს იმას,რომ დამფუძნებლებს შორის არსებული წილების ბალანსი დღემდე იყო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.
“მაესტროს“ დირექტორი ამბობს,რომ ამ ბალანსის ნებისმიერი დარღვევა ტელევიზიის თანამშრომლების მიერ აღქმული იქნება, როგორც დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე.
ადაბაძე პირობას დებს,რომ ასეთ შემთხვევაში ტელეკომპანია, ჟურნალისტები და პირადად ის ყველაფერს გააკეთებენ „მაესტროს“ დამოუკიდებლობის დასაცავად.
“წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს სისტემატურად ქონდათ შემოთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა. დღეის მონაცემებით მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას. დამფუძნებლებს შორის არსებული წილების ბალანსი დღემდე იყო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია, რისი საუკეთესო ილუსტრაციაც არის „მაესტროს“ ფუნქციონირება ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამ ბალანსის ნებისმიერი დარღვევა ტელევიზიის თანამშრომლების მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი უმთავრესი ღირებულების – დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე და ჩაითვლება ტელეკომპანიის საქმიანობის გაკონტროლების მცდელობად. ასეთ შემთხვევაში, ტელეკომპანია, ჟურნალისტები და პირადად მე გავაკეთებთ ყველაფერს „მაესტროს“ დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს ამის დიდი გამოცდილება აქვს“,-აცხადებს ბაია გადაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები