ფოთში დაჭრილი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში დაჭრილი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს.
აღნიშნული ფრინველი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია. ამ ეტაპზე უცნობია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაჭრილი ფრინველი მკურნალობის მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს.