აშშ-ში უამინდობის გამო ავიარეისები გადაიდო

აშშ-ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელი თოვლიანი ქარბუქის გამო, ავიარეისები გადაიდო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში თოვლის ქარბუქი შესაძლოა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყოს. სტიქია ნიუ-იორკის, მასაჩუსეტსის, ჩრდილოეთ კაროლინისა და პენსილვანიის შტატებს უახლოვდება.
დიდთოვლოამ საგზაო-სატრანსპორტო პრობლემები უკვე შექმნა რამდენიმე შტატში. ჩრდილოეთ კაროლინასა და ტენესის შტატებში საგზაო შემთხვევებს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, სტიქიამ შესაძლოა, მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები