ბრიტანეთმა რუსეთს შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის განცხადებით, ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით, ბრიტანეთმა რუსეთს შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს.
“ბრიტანეთი იძულებული იქნება, რუსეთს უფრო მკაცრი პასუხი გასცეს, რადგან გამოძიებამ ლიტვინენკოს მკვლელობაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა დაადგინა”, – აღნიშნა დევიდ კემერონმა.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა შესაძლოა, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევოს ან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა შეწყვიტოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები