სომალიში რესტორნებზე თავდასხმების სერიას 20 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში რესტორნებზე თავდასხმების სერიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 20-ს აღემატება. ამჟამად სპეცოპერაცია მოგადიშოში დასრულებულია. უცნობია, არიან თუ არა გარდაცვლილებს შორის თავდამსხმელები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ “ალ-შაბააბმა” აიღო. სომალის ხელისუფლებამ თავდასხმას “ბარბაროსული უწოდა”.
მოგადიშოს სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პოპულარულ რესტორანსა და კაფეზე შეტევა ექსტრემისტმა მებრძოლებმა 21 იანვრის საღამოს დაიწყეს. თავდაპირველად ტერორისტებმა ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც რესტორნებში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები