ეგვიპტის ქალაქ გიზაში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ქალაქ გიზაში აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა.
როგორც უცხოური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიცია ერთ-ერთ სახლში ტერორისტების დაკავების ოპერაციას ატარებდა.
ძალოვანებისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ასაფეთქებლები ინახებოდა და ერთ-ერთი ბომბი გაუვნებელყოფის დროს აფეთქდა. დაღუპულთა შორის 7 სამართალდამცველი და 3 ადგილობრივია. საავადმყოფოში 13 ადამიანია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ბინა “ძმები მუსლიმების” მებრძოლებს ეკუთვნოდათ, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები