ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, ანგარიშები გაუყინოს

   რუს ბიზნესმენსა და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, ანგარიშები გაუყინონ,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთ ზომებს შესაძლოა, ნებისმიერი დაექვემდებაროს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მსგავს სასჯელს დაექვემდებარება მხოლოდ ის, ვისაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა უკრაინულ მოვლენებთან“, – აცხადებს დევით ქემერონი.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლო მიზანმიმართული ეკონომიკური სანქციები თანამშრომლობის ყველა სფეროს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები