მოსკოვში ფინანსური ბუნტია

რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს. მოსკოვის ბირჟაზე ევროს კურსმა 90 რუბლს გადააჭარბა. რუბლის დასუსტება ნავთობზე ფასების დრამატული ვარდნის ფონზე ხდება. რუსეთის რეგიონალური ბანკების ასოციაცია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუბლის გაუფასურების გამო 2016 წლის ბოლოს რუსეთის ფინანსური ორგანიზაციების უმრავლესობას შესაძლოა, ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტების შესრულება გაუჭირდეთ.
ამ ფონზე მოსკოვში პირველი მასობრივი ფინანსური ბუნტი მოხდა. იპოთეკარებმა ოთხშაბათს ორ ბანკთან: Дельта-кредит-თან და ВТБ 24-თან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მათი კრედიტების პირობების გადახედვას ითხოვდნენ. Дельта-кредит-თან 300-მდე ადამიანი მივიდა. მათ ბანკში არსებულ სკამებზე და კარებზე თავი ხელბორკილებით მიიბეს და ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. აქცია რამდენიმე მონაწილის დაპატიმრებით დასრულდა. ბანკის კლიენტების განცხადებით, კრედიტის ყოველთვიური გადასახადი 200-300%-ით გაუძვირდათ და გადახდას ვეღარ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები