ლონდონის სასამართლო: ლიტვინენკოს მკვლელობა შესაძლოა, პუტინის განკარგულებით მოხდა
„ლიტვინენკოს მკვლელობა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით მოხდა“, – ამის შესახებ ლონდონის სამეფო სასამართლომ განაცხადა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. საქმეზე საბოლოო ვერდიქტი დღეს უნდა გამოცხადდეს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თუ რუსული სპეცსამსახურების კავშირი დადასტურდა, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს.