ჩინეთში 6.4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში, რამდენიმე საათის წინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი მენიუანის პროვინციაში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერმა ბიძგებმა 40-მდე შენობის ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, თუმცა შედარებით სუსტი. რეგიონში პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები